www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დემი შეფი
მომწოდებელი: სასტუმრო ყვარლის ტბა
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" 2005 წელს დაარსდა და დღეისთვის აერთიანებს 6 სხვადასხვა კონცეფციასა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებულ პროექტს, როგორც თბილისში, ასევე კახეთის რეგიონშიც.

ჯგუფის მენეჯმენტში შემავალი სასტუმრო "ყვარლის ტბა" კახეთის შუაგულში მდებარეობს, რომელიც 2010 წელს გაიხსნა და დღეისთვის კომპლექსში შედის სასტუმრო "ყვარლის ტბა", "ყვარლის ბაღები" და რეკრეაციული ზონა - outdoor - სპორტის ელემენტებით. 2019 წლის აპრილიდან სასტუმროს დაემატა ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული კომპლექსიც, რომელიც 120-მდე დამსვენებელს უმასპინძლებს."

სასტუმრო "ყვარლის ტბა" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის (საუზმე) პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** სწავლას, რომ გახდეთ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის სრულფასოვანი წევრი
** სხვადასხვა ბენეფიტებს

ძირითადი მოვალეობები:

** საუზმის დაგეგმვა, მომზადება;
** ახალი მენიუს შემუშავება;
** ყველა შეკვეთის მომზადება ზედმიწევნით, მინიმალური დანაკარგითა და სტანდარტების სრული დაცვით;
** თითოეული კერძის ხარისხის, პორციის რაოდენობის, პრეზენტაბელურობისა და ტემპერატურის შემოწმება სამზარეულოდან გატანამდე;
** კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა პროდუქტის წინასწარი მომარაგება;
** საჭირო პროდუქტების ხარისხის, სასაწყობე რაოდენობისა და ვარგისიანობის მუდმივი კონტროლი;
** ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება; საკვების დახარისხება და შენახვა;
** ჰიგიენის სტანდარტების დაცვა: გამოიყურებოდეს მოწესრიგებულად და ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას;
** ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ახალ თანამშრომელთათვის და აქტიური მონაწილეობის მიღება მათ დატრენინგებაში;
** სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება, რომელსაც დაავალებს უშუალო უფროსი და მმართველი გუნდი.

საჭირო უნარები/კომპეტენციები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 დან 2 წლამდე;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kvarelilake.ge და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |