www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ გაყიდვების ტრენერი
მომწოდებელი: ერაქს დეველოპმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

"ერაქს დეველოპმენტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას (ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი/არაბულენოვანი) ონლაინ გაყიდვების ტრენერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ჩაატაროს ტრენინგები ახალი და მიმდინარე გაყიდვების პერსონალისთვის.
** შეიმუშაოს სასწავლო პროგრამები & მოამზადოს ტრენინგისთვის საჭირო მასალები.
** გაანალიზოს გაყიდვების გუნდის ტრენინგის უკუკავშირი და დაადგინოს ის საკითხები, რაც მათ ჰქონდათ პროცესის განმავლობაში და შეაფასოს ტრენინგი სესიის შემდეგ.
** შეიმუშაოს ახალი მიდგომები და ტექნიკა სასწავლო პროგრამებში, უახლესი ბაზრის ტენდენციებთან და საცალო/კორპორატიული გაყიდვების გარემოს მოთხოვნებთან შესაბამისად.
** აკონტროლოს გაყიდვების მიზნები და შედეგები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (გაყიდვების სფეროში).
** ონლაინ გაყიდვების პროცესისა და მისი სამუშაო პრაქტიკის ცოდნა.
** ციფრული მედია მარკეტინგის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

უნარ-ჩვევები:

** სხვა ადამიანების მოტივირების უნარი.
** შესანიშნავი პრეზენტაციის, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
** დროის მენეჯმენტისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: sales@eraxe.ge. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ონლაინ გაყიდვების ტრენერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |