www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ანტარის ჯორჯია
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

სამხატვრო და სასკოლო პროდუქციის მაღაზია "Antaris Georgia" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია/მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;
** ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი - გეგმის შესრულების შესაბამისად;
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში 10-დან 18 საათამდე ან 13-დან 21 საათამდე;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე კვირაში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: info@antaris.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |