www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: აიკონი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

კომპანია "აიკონი", სავაჭრო ქსელის აუდიტის განსახორციელებლად, აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, თელავი.

მოთხოვნები:

** ასაკი: 21-დან 30 წლამდე;
** სიმპათიური, კარგი აღნაგობა;
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
** დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
** სხარტი აზროვნება, ინტუიცია;
** ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი, მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მობილური სისტემების, აპების და სხვა სოფტის გამოყენების უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ენები: ქართული - თავისუფლად

მოვალეობები

** სავაჭრო ობიექტებში, დღიური ვიზიტების განხორციელება გაწერილ მარშრუტებზე;
** სავაჭრო ობიექტებში, პასუხისმგებელ პირებთან, კომპანიის პროექტების პრეზენტირება;
** სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგის განხორციელება;
** ადმინისტრირება ელექტრონულად ან/და ქაღალდზე;
** შემაჯამებელი რეპორტების წარმოება და კომუნიკაცია ხელმძღვანელობასთან;

პირობები:

** ერთწლიანი კონტრაქტი;
** სამუშაო საათები (09:00-18:00), 5 სამუშაო დღე კვირაში;
** საქალაქო სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება;
** ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
** გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ ხელფასი 700 ლარი;

კონკურსში გამარჯვებულთან დაიდება სამუშაო ხელშეკრულება, რის შემდეგაც იგი საქმიანობის შესასწავლად გაივლის სპეციალურ მომზადებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და ფერადი ფოტოსურათი მისამართზე: iconofficetbilisi@gmail.com (რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |