www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიათა ქსელის ადმინისტრირების სამსახურის მენეჯერი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

"დრესაპ ჯგუფი" უკვე 27 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi`s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder, ყველაზე დიდ არჩევანს.

კომპანია წარმოდგენილია 39 მაღაზიით თბილისში, 4 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიათა ქსელის ადმინისტრირების სამსახურის მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** მზარდი ბიზნესი;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მაღაზიათა ქსელის ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
** ქსელის თანამშრომლების დისციპლინის მონიტორინგი, დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** მაღაზიის თანამშრომლების მიერ მომსახურების სტანდარტების, სამუშაოს აღწერილობის, დრესკოდისა და შინაგანაწესის პუნქტების შესრულების მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** მაღაზიათა ქსელის თანამშრომლებისათვის საჭირო ინსტრუქციების შემუშავება, მიწოდება და მონიტორინგი;
** ახალი მაღაზიების გახსნის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ საკითხებში;
** სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება/პრეზენტაცია;
** სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, საჭიროების შემთხვევაში მათთან წერილობითი კომუნიკაცია, პრობლემურ თუ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;
** მაღაზიების ტექ. ხარვეზების იდენტიფიცირება, და აღმოფხვრის პროცესზე მონიტორინგი;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი დავალებების მიღება და შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში);
** Ms Office-ის ცოდნა (სასურველია Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** თანამშრომლებისათვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის მოტივაცია;
** საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, სტრესის ამტანობა;
** მოქნილობა და ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კეთილსინდისიერება.

კანდიდატთა შერჩევა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@dressup.ge.

ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მაღაზიათა ქსელის ადმინისტრირების სამსახურის მენეჯერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30.10.2021

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |