www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

"ასორტი ვერე" წარმოადგენს საკუთარი წარმოების უმაღლესი ხარისხის უგემრიელესი მზა კერძების, ქართული და ევროპული საცხობისა და დახვეწილი საკონდიტრო ნაწარმის კაფეტერიათა ქსელს.

"ასორტი ვერე" გთავაზობთ მაღალ ანაზღაურებას, სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სტაბილურობას, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი/წყნეთი.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის სამუშაო პროცესის ზედამხედველობა, კონტროლი/კოორდინირება;
** ობიექტზე დასაქმებულთა სამუშაო განრიგის შედგენა, მართვა/კონტროლი;
** დეტალური ინფორმაციის ცოდნა პროდუქციის შემადგენლობის, დამზადების წესებისა და ფასების შესახებ;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** სალარო ოპერაციების კონტროლი;
** მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის წარმოება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** პერსონალის ყოველთვიური სახელფასო რეესტრის მომზადება;
** რეპორტინგის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს სფეროში სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ " ფილიალის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |