www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო ყვარლის ტბა
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group 2005 წელს დაარსდა და დღეისთვის აერთიანებს 6 სხვადასხვა კონცეფციასა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებულ პროექტს, როგორც თბილისში, ასევე კახეთის რეგიონშიც.

ჯგუფის მენეჯმენტში შემავალი სასტუმრო "ყვარლის ტბა" კახეთის შუაგულში მდებარეობს, რომელიც 2010 წელს გაიხსნა და დღეისთვის კომპლექსში შედის სასტუმრო "ყვარლის ტბა", "ყვარლის ბაღები" და რეკრეაციული ზონა - outdoor - სპორტის ელემენტებით. 2019 წლის აპრილიდან სასტუმროს დაემატა ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული კომპლექსიც, რომელიც 120-მდე დამსვენებელს უმასპინძლებს."

სასტუმრო "ყვარლის ტბა" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** სწავლას, რომ გახდეთ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის სრულფასოვანი წევრი
** სხვადასხვა ბენეფიტებს

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით ნომრების დასუფთავება;
** მუდმივი სისუფთავის უზრუნველყოფა საპირფარეშოში;
** სასტუმროს თანამშრომელთათვის განკუთვნილი სივრცეების სისუფთავით უზრუნველყოფა;
** სასტუმროში არსებული იატაკის, ავეჯისა და ლიფტის მუდმივი მოწესრიგება და სისუფთავის შენარჩუნება;
** სამუშაო ცვლის განმავლობაში ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულება დაგეგმილი ღონისძიების შესახებ და ტერიტორიის უზრუნველყოფა სისუფთავით;
** მენეჯერისგან მიღებული მითითებებისა და დავალებების შესრულება;
** სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება;
** სტუმრებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმართა შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
** სწორი კომუნიკაციის დამყარება დეპარტამენტის ზედამხედველთან და მისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** საჭირო ხსნარებისა და ინვენტარის უზრუნველყოფა მომდევნო ცვლის თანამშრომელთათვის;

საჭირო უნარები/კომპეტენციები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kvarelilake.ge და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |