www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: აპარტ შოურუმი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია შპს "აპარტ შოურუმი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინირება;
** კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვა;
** სოციალური მედია მარკეტინგის და სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა და მართვა, სარეკლამო კამპანიების განხორციელება სოციალური ქსელების მეშვეობით.
** ეფექტური პოსტების და კონტენტის შექმნა;
** ბლოგისთვის მასალების მომზადება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
** პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა;
** გამართული და შემოქმედებითი წერის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო საათები: 11:00-დან 19:00-მდე, კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
მისამართი: თბილისი, ვერა - ა.მაჭავარიანის 10/12.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი მეგობრული გუნდის წევრი, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო სურათით ელექტრონულ მისამართზე - office@showroom.com.ge.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |