www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: აგროლაბი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

ხილისა და ბოსტნეულის მიმწოდებელი კომპანია "აგროლაბი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** რეალიზაციის დოკუმენტების გააქტიურება, დასრულება, საბუთების გამზადება დისტრიბუტორებისთვის;
** რეალიზაციის, დაბრუნების, კორექტირებების სისწორის შემოწმება;
** ახალი კონტრაგენტების დარეგისტრირება;
** დღის განმავლობაში დისტრიბუტორებისა და კონტრაგენტების ზარებზე პასუხი (დაბრუნების ზედნადების ატვირთვა, ზედნადების კორექტირება.);
** მარაგების პროგრამული კონტროლი;
** შესყიდვების პროგრამულად დაფიქსირება;
** სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** 1C და Excel პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, ოფისში სამუშაო 09:00 - 14:00 საათამდე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@pfg.ge 2021 წლის 25 ოქტომბრამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ოპერატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |