www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი იურისტი/პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: Caucasus Credit
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

"Caucasus Credit" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის (პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება 800 ლარი (+ ბონუსი)

მოვალეობები:

** იურიდიული კონსულტაციების გაწევა პრობლემურ სესხებთან მიმართებაში;
** დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** პრობლემურ მსესხებლებთან უშუალო ურთიერთობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** პორტფელის მუდმივი მონიტორინგი;
** ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის მოსამზადებლად დოკუმენტაციის მოგროვება, ** ნოტარიუსთან ვიზიტი და სააღსრულებო ფურცლის აღება;
** სააღსრულებო ფურცლის დარეგისტრირება აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
** გირავნობის მოწმობის აღება შინაგან საქმეთა სამინისტროში და მისი დარეგისტრირება კერძო აღმასრულებელთან;
** კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლოში, არბიტრაჟში, სააღსრულებო და ადმინისტრაციულ ორგანოებში ან/და ნებისმიერ მესამე პირ(ებ)თან; სააღსრულებო წარმოების ფარგლებში არსებულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ბიუროსთან ზეპირი/წერილობითი კომუნიკაცია; ** ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია და საჭირო მოქმედებების შესრულება მათი შეკითხვების/მითითებების შესაბამისად და აუცილებლობიდან გამომდინარე მთავარი იურისტის მითითებით სხვა სამართლებრივი მოქმედებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით);
** სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის სრულყოფილი ცოდნა;
** საფინანსო ინსტიტუტში იურისტად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

თვისებები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა;
** ორგანიზაციის მიზნებზე ორიენტაცია.

გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე: caucasuscredit@gmail.com და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითეთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |