www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მედოკი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

საკონდიტრო "მედოკი" ეძებს კურიერს (არასრული დატვირთვით - არსებული კურიერებისთვის დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობა) საკუთარი ტრანსპორტით (უმჯობესია ავტომობილით, თუმცა განვიხილავთ მოპედითაც), რომელიც იმუშავებს მოქნილი გრაფიკით და დაგვეხმარება ჩვენი უგემრიელესი ნამცხვრების ადრესატებამდე უსაფრთხოდ და დროულად მიტანაში.

გარდა ამისა, ჩვენი კურიერი უნდა იყოს

** პასუხისმგებლობიანი;
** კომუნიკაციის სასიამოვნო უნარის მქონე;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სასურველია კარგად იცოდეს თბილისის ქუჩები ან/და სმარტფონის აპლიკაციის გამოყენება.

ანაზღაურება შედგება ორი ნაწილისგან - ფიქსირებული და მიტანილი ამანათების რაოდენობის მიხედვით დაანგარიშებული - რაც, მოქნილ გრაფიკთან ერთად საკმაოდ კარგი დამატებითი შემოსავალი შეიძლება გახდეს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და შესაბამისი გამოცდილების მოკლე აღწერა მისამართზე info.medoc.ge@gmail.com.

ველით გამოხმაურებას

პატივისცემით,
"მედოკის" გუნდი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |