www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ზუმერი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.zoommer.ge

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული პროცესების მართვაში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური და გაყიდვების მონაცემების მიმდინარე და გასული პერიოდის შესრულების ანალიზი და მის საფუძველზე ანგარიშებისა და პროგნოზის მომზადება;
** ფინანსური მონაცემების ანალიზი და გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო ფინანსური მოდელების დამუშავება;
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel სავალდებულოა)
** პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (განსაკუთრებით 1C)
** Power BI-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენა - სრულყოფილად
** ინგლისური - მაღალ დონეზე

ზუმერი გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge და გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური ანალიტიკოსი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |