www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

"კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე როგორც ბრენდი, წარმოდგენილია აუთლეტ- ჰიპერმარკეტის სახით. კონტეინერი ორიენტირებულია სწრაფ განვითარებასა და სავაჭრო ნიშნის პოპულარიზაციაზე, რაც ძირითადად განპირობებულია სავაჭრო სივრცეში ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქციის წარმოდგენით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N36.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღალ კვალიფიცირებული და სრულყოფილი კონსულტაცია მომხმარებლების პროდუქციის შერჩევისას, მოთხოვნების დადგენა და შესაბამისი საჭირო პროდუქციის შერჩევა;
** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის შესახებ;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა;
** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანა და ჯგუფების მიხედვით სექციებში განლაგება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი.
** რეალიზაციის გაზრდაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული/არასრული განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების მომხმარებლებთან სასაუბრო დონეზე ფლობა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აქტიურობა, სწრაფად რეაგირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ სამუშაო გარემოს. კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@doki.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |