www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-მშენებელი
მომწოდებელი: აპარტ შოურუმი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია შპს "აპარტ შოურუმი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის ყველა საჭირო შემსრულებელი ჯგუფის მოძიება-დაკომპლექტება;
** სამშენებლო ობიექტზე მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის სამუშაოს ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
** სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა-ანალიზი, კოორდინაცია და რეკომენდაციების გაცემა;
** პროექტის მართვის ჯგუფთან სამშენებლო სამუშაოების კოორდინაცია და ყველა ეტაპის შეთანხმება;
** დავალებების მაღალხარისხიანი და დაგეგმილ ვადებში შესრულება;
** შემსრულებელი ბრიგადების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** ობიექტის ყოველდღიური მიმდინარე პროცესების მონიტორინგი;
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შედგენა და კონტროლი;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საინჟინრო-ტექნიკური განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ნახაზებსა და სამშენებლო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** AutoCAD-ის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია).

სასურველი უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
მისამართი: თბილისი, ა.მაჭავარიანის 10/12.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი მეგობრული გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო სურათით ელექტრონულ მისამართზე - office@showroom.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |