www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Ornament Boutique Hotel
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

სასტუმრო "Ornament Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ჩვენი პატარა, მყუდრო და მეგობრული სასტუმრო გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო გარემოს, მუდმივი სწავლის, განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

სასტუმროს ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროს ელ.ფოსტის ადმინისტრირება და შემოსული ინფორმაციის ანალიზი;
** ჯავშნების მიღება და საჭიროების შემთხვევაში, გაუქმება;
** სტუმრების მიღება, განთავსება და გასტუმრება;
** სტუმრებთან ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** ჯავშნებთან და სტუმრების მიღება-გასტუმრებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, სასტუმროს წესების შესაბამისად;
** სასტუმროს სტუმრებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა (ვერბალური და წერითი);
** სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისგებლობის მაღალი გრძნობა;
** წესრიგსა და დეტალებზე ორიენტირება;
** თავაზიანობა, ყურადღებიანობა, ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტური ანალიზისა და გადაცემის უნარი.

სამუშაო პირობები:

** მოხერხებული სამუშაო გრაფიკი;
** კვებით უზრუნველყოფა სამუშაო დღეებში;
** კვალიფიკაციის ამაღლებისა და ცოდნის მიღების მუდმივი შესაძლებლობა;
** შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი ფოტოსურათიანი რეზიუმე (CV) მისამართზე: hotelsgroupgeorgia@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |