www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღვინის კონსულტანტი, კონსულტანტის დამხმარე
მომწოდებელი: ბარბალეს მარანი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

ღვინის კომპანია "ბარბალეს მარანი" ღვინის ბარისთვის ეძებს კადრებს და აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ღვინის კონსულტანტი

მოთხოვნები:

** ღვინის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების კომუნიკაციის დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის უნარი
** პუნქტუალურობა
** მოწესრიგებულობა
** დისციპლინირებულობა
** კომუნიკაციის უნარი მომხმარებელთან

მოვალეობები:

** ღვინის ბარის ადმინისტრირება (შესყიდვები, ბარის გახსნა/დახურვა, სხვა თანამშრომლების ზედამხედველობა და ა.შ)
** მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა და ღვინის სწორად შერჩევა
** პროდუქციის პრეზენტაცია
** მომხმარებლისთვის ღვინის დეგუსტაციების ჩატარება
** ღვინოების პერიოდული ინვენტარიზაცია
** ნაშთების კონტროლი და პროდუქციის შეკვეთა
** ანგარიშსწორების პროცესის მართვა

სამუშაო ადგილი: თბილისი, გორგასლის 19
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (მცოცავი გრაფიკი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
ასაკი: 18-45 წლამდე

2. ღვინის კონსულტანტის დამხმარე

მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში (ღვინის მაღაზია/რესტორანი) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების კომუნიკაციის დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის უნარი
** პუნქტუალურობა
** მოწესრიგებულობა
** დისციპლინირებულობა
** კომუნიკაციის უნარი მომხმარებელთან

მოვალეობები:

** მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება და მათი მომსახურება
** მენიუში არსებული, ღვინოსთან მისადევნებელი ხემსის დაფების აწყობა
** ღვინის კონსულტანტის დახმარება მომხმარებლებისთვის დეგუსტაციის ჩატარების პროცესში

სამუშაო ადგილი: თბილისი, გორგასლის 19
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (მცოცავი გრაფიკი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
ასაკი: 18-45 წლამდე

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: elene@kordzadzelawoffice.ge 2021 წლის 20 ოქტომბრამდე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |