www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმ რადიოლოგ-ექოსკოპისტის ასისტენტი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას ექიმ რადიოლოგ-ექოსკოპისტის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჰოსპიტალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com

ფუნქციები:

** უზრუნველყოს ექიმის დახმარება ადმინისტრაციული საკითხებისა და პაციენტის მომსახურების მიმართულებით;
** კლინიკის მიერ შემუშავებული პოლისებისა და პროტოკოლების შესრულება;
** ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაში მუშაობა უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში;
** კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება;
** ექიმის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება;
** პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტების შესაბამისად;
** პაციენტის გამოკვლევის დასკვნის დოკუმენტის შევსება ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
** ექიმის მითითებით პაციენტებთან კომუნიკაცია (სატელეფონო, ელექტრონული, ინტერპერსონალური);
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მედიცინის/საზოგადოებრივი ჯანდაცვის/ჯანდაცვის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (Word, Excel, Outlook)
** სერვისის სტანდარტების ცოდნა
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების A2 დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარები:

** კეთილგანწყობა და თავაზიანობა
** ემპათიურობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |