www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის დირექტორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 19 ოქტომბერი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის დირექტორის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0001164
ადგილმდებარეობა: თელავი
მოქმედების ვადა: 19.10.2021
კატეგორია: ფილიალების კოორდინაცია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: დირექტორი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი მენეჯერულ პოზიციაზე
** სფერო: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მართვის, კოორდინაციისა და თანამშრომელთა მოტივირების უნარები
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** Ms office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

სამუშაოს აღწერა:

** ყოველდღიურად ფილიალის მომსახურებისთვის მომზადება და მონიტორინგი;
** სამეურნეო სამუშაოების კოორდინაცია;
** საწყობის მართვა/კონტროლი - სასაწყობე ნაშთების მონიტორინგი, საწყობის ინვენტარიზაციის კოორდინაცია, საწყობში მარაგების/პროდუქციის მოძრაობის კონტროლი;
** სალაროს ოპერაციების კოორდინაცია - სალაროს ოპერაციების დახურვის კონტროლი; ინკასაციის კოორდინაცია, შესყიდვების მიზნით, სალაროდან ნაღდი ფულის მოძრაობის კონტროლი.
** ფილიალის ხარჯების კონტროლი და ანალიზი;
** ფილიალის თანამშრომლების დისციპლინის კონტროლი;
** პერსონალის ნამუშევარი საათების (time sheet) აღრიცხვა, შვებულებების დაგეგმვა, სანქციების, სახელფასო მატებასა და საბონუსე ანაზღაურებებზე რეკომენდაციის მომზადება კომპანიის არმ დეპარტამენტისა და მენეჯმენტისთვის;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და პერსონალის მუდმივი სწავლების უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
** სამუშაო ადგილების (სტენდები სექციების მიხედვით, სამუშაო მაგიდა) მზადყოფნის კონტროლი;
** გაყიდვებისა და სერვისის პერსონალის სამუშაო პროცესის სრული კოორდინაცია და მონიტორინგი შეფერხებისა და პრობლემური სიტუაციის მინიმიზაციის მიზნით;
** მომსახურებისა და რეალიზაციის პროცესებისთვის ფილიალის საჭირო ინვენტარითა და პროდუქციის მარაგების მონიტორინგი და საჭიროებისამებრ, მარაგების დროული შევსება;
** მომსახურების პროცესის მონიტორინგი და არასტანდარტული პრობლემის/შეფერხების დროული მოგვარება. მომხმარებლების სიჭარბით გამოწვეული შეფერხების დარეგულირება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/1164



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |