www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური დირექტორი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება; (სამშენებლო/საინჟინრო ან არქიტექტურის მიმართულებით);
** სამშენებლო-სარემონტო პროექტების ხელმძღვანელად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის მენეჯმენტი;
** საამშენებლო/სარემონტო ობიექტების პროექტირების, მშენებლობა/რემონტის და ექსპლუატაციაში მიღების პროცესების დაგეგმვა;
** კომპანიის ტექნიკური სამსახურის თანამშრომელთა კოორდინაცია/კონტროლი;
** საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
** შესრულებული ტექნიკური სამუშაოების ხარისხის, ვადების და ბიუჯეტის კონტროლი;
** სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია;
** დანახარჯების ოპტიმიზაცია;
** მომხმარებლებთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის განვითარებაზე ზრუნვა;
** გენერალური დირექტორთან კომუნიკაცია, საჭირო რეპორტების მომზადება და წარდგენა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: cv@decoline.ge. გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |