www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მშენებლობის ხარისხის მართვის ოფიცერი
მომწოდებელი: დომუს დეველოპმენტი
თანდართული ფაილი: 31616_domus_app_docx_8579912.zip
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 24 ოქტომბერი

კომპანია "დომუს კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ხარისხის მართვის ოფიცრის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ხარისხის კონტროლის გეგმების შემუშავება, განხორციელება და ადმინისტრირება;
** ხარისხის მართვის გეგმის, ინსპექტირებისა და ტესტირების გეგმების ზედმიწევნით ზუსტად შესრულების უზრუნველყოფა;
** სამშენებლო მოედანზე ვიზიტები და საინჟინრო კონსულტაციების გაწევა;
** სამშენებლო მოედანზე მიღებული მასალების შემოწმება;
** ყალიბის, არმირების, ბეტონირების და ლითონ კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოების კონტროლი და მონიტორინგი;
** სამშენებლო სამუშაოების ნახაზების, მეთოდოლოგიების და პროექტის სპეციფიკაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საჭირო ტესტირებების წარმართვა და ზედამხედველობა;
** პროცესების წარმართვა ისე რომ თავიდან იქნას აცილებული შეუსაბამობები;
** ყოველდღიური დოკუმენტების წარმოება (ინსპექტირების და ტესტირების ანგარიში, ჟურნალები, შეუსაბამობის ანგარიში, დაკვირვების და სხვა ანგარიშები);
** ყოველკვირეული და ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
** ხარისხის კონტროლის აქტივობების კოორდინირებულად წარმართვა ხარისხის კონტროლის და პროექტის მენეჯერებთან;
** ხარისხის კონტროლის შეხვედრების წარმოება ან/და დასწრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი - სამშენებლო.
** სამუშაო გამოცდილება: ანალოგიური ფუნქციების შესრულების მინ. 2 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
** MS Office Programs; AutoCAD; ArchiCAD;
** სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
** შედეგზე ორიენტირება;
** გუნდურობა - საკუთარი და გუნდის წარმატებაზე პასუხისმგებლობის აღქმა;
** ენერგიულობა - გუნდის წევრებისთვის ინსპირაციის მიცემა;
** გაურკვევლობებთან გამკლავება;
** დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
** პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა;
** ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა - ხელმისაწვდომობა, ღია და მეგობრული კომუნიკაცია, შეხედულებების ღიად გამოთქმა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV ან კომპანიის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული სახით) გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე career@domusi.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24/10/2021.

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Career@domusi.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |