www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩანდაიზერი
მომწოდებელი: აი დი ეს ბორჯომი თბილისი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "აიდიეს ბორჯომი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტი.
გრაფიკი: 6 დღე კვირაში - 11:00-დან 19:00-მდე;
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 500 ლარი (ფიქსი) + 100 ლარი (გამომუშავებით - კონკრეტული მიზნების შესრულების შემთხვევაში);
დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი.

განათლება და კვალიფიკაცია: საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სხარტი აზროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: tbs.work@ids-borjomi.com; და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მერჩენდაიზერი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |