www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიამენეჯერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო, დინამიური და გუნდური სამუშაო გარემო;
** პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
** კორპორატიული ღონისძიებები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.
#გახდიკრედოელი

თანამდებობა: სოციალური მედია მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, თაბუკაშვილის 27

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

** კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
** ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).

სპეციფიკური პასუხისმგებლობები:

** სოციალური ქსელების გვერდების მართვა/advertising (FB/Instagram/linked in/youtube);
** სოციალური მედიის სტრატეგიის მომზადება და აღსრულების უზრუნველყოფა;
** სოციალური მედია არხებისთვის კრეატიული კონტენტის შექმნა;
** ვიზუალური მასალის კონტენტისთვის იდეების გენერირება დიზაინერებისთვის;
** პოსტების განთავსების უზრუნველყოფა FB ჯგუფებში
** Credo partner web/fb group - კონტენტის მომზადება და მართვა;
** credo partner Push - შეტყობინებების დაგზავნა;
** სტატიების განთავსების უზრუნველყოფა - გარე სააგენტოებთან;
** ახალი იდეების გენერირება კომპანიის ცნობადობის გაზრდისთვის;
** კომპანიის ვებ-გვერდის კონტენტის მართვა საჭიროებისამებრ;
** მის პასუხისმგებლობაში არსებული არხების ანალიზი/რეპორტინგის მომზადება

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

** სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Tiktok, Twitter) მართვის, AD Manager, სპონსორინგის და სხვდასხვა ინსტრუმენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** AD Manager, google, WordPress ხელსაწყოების ცოდნა;
** შემოქმედებითი წერის უნარი;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** კრეატიული აზროვნება;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: " სოციალური მედია მენეჯერი".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 23 ოქტომბერი 2021 წელი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |