www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი ფინანსური სპეციალისტი
მომწოდებელი: VIVO Medical Group
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

"ვივო მედიქალ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე.

სათაო ოფისის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. #1;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 1500-2500 ლარი (NET), განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების მომზადება/სხვა სპეციალისტების მიერ მომზადებული ანგარიშგების შემოწმება და ხარისხობრივი კონტროლი
** ყოველთვიური ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტირების პროცესის მონიტორინგი
** ფინანსური მონაცემების ანალიზი და ანალიტიკური რეპორტების მომზადება
** წლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა
** ფინანსური პერიოდის დახურვაში მონაწილეობა
** აუდიტის პროცესში ჩართულობა
** სპეციალური რეპორტების მომზადება მენეჯმენტთან წარსადგენად
** სხვა სპეციალისტების დახმარება საქმიანობის პროცესში - მითითებების მიცემა, უშუალოდ სამუშაოს შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით - კონცენტრაცია ფინანსები
** სავალდებულოა 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის, ანალიზის და/ან აუდიტის მიმართულებით
** სავალდებულოა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება
** IFRS სტანდარტების ცოდნა
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ACCA - სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |