www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჩირინა
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (http://www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უცხოური მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკების წარმოება
** შესყიდვების სრული ციკლის განხორციელება და კონტროლი
** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა
** საბაჟო სამსახურისთვის დოკუმენტების მომზადება და კონტროლი
** იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტების მართვა
** შესასყიდი პროდუქციის ფასების კონტროლი და ანალიზი
** სასაქონლო მარაგების ანალიზი და ნაშთების კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების /ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით
** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესყიდვების სფეროში
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge და გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |