www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" არის ახალი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რომელიც ორიენტირებულია უნივერსალური, ხარისხიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნაზე. კომპანია ორიენტირებულია ნებისმიერი ასაკის, სქესის, შემოსავლის მქონე მომხმარებელზე და სთავაზობს მას სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს როგორც საცალო, ისე კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. ჩვენთვის უმთავრესია მომხმარებელთა კმაყოფილება და ვცდილობთ შევთავაზოთ მათ გამარტივებული, თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მომსახურებები.
"ნიუ ვიჟენ დაზღვევისათვის" უმთავრეს კორპორაციულ ღირებულებას წარმოადგენს ჩვენს კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება.

სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის (საინფორმაციო ოპერატორი) პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!

სამუშაოს აღწერილობა: დაზღვეული/პოტენციური კლიენტების შემოსული ზარების მომსახურება.

ფუნქცია მოვალეობები:

** ქოლცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება
** შემოსული ზარების მონიტორინგი და რეპორტინგი
** ინფორმაციის პროგრამული ასახვა
** Facebook გვერდზე შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი და შემოსული ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის მიწოდება
** კომპანიის დაზღვეულთა პრეტენზიების დაფიქსირება, შესაბამის პირთან გადამისამართება და უკუკავშირის დაბრუნება
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, სამედიცინო განათლება)
** ინგლისური/რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** MS Office -ის ცოდნა
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის აღების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |