www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის ოფიცერი
მომწოდებელი: კოლექტივ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

"კოლექტივ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: უსაფრთხოება

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად ჩაატაროს სამშენებლო ობიექტის შემოვლა და შემოწმების პროცესი;
** გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები;
** აღრიცხოს და აკონტროლოს ობიექტზე მყოფი ვიზიტორები;
** უზრუნველყოს თანამშრომლების მიერ შიდა წესების დაცვა;
** მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
** მოახდინოს კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
** შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება. ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს შემდეგი პუნქტების ჩათვლით ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური)ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების: Microsoft (excel, word) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ფიზიკური გამძლეობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-მისამართზე hr@collectivedv.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |