www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ემსერვისი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

კომპანია შპს "ემსერვისი" (ბრენდ "მიდეა"-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სერვის ცენტრი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე თბილისში. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიციისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

სამუშაო ადგილი თბილისი" აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქN7
სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 6 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლის სრულყოფილად ინფორმირება პროდუქციის, ფასების, მიტანის სერვისისა და სხვა შესახებ;
** შეკვეთების მიღება;
** შეკვეთების პროგრამულად ასახვა;
** გამავალი ზარების განხორციელება;
** მიღებული შეკვეთების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** ქოლ-ცენტრში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული.

მსურველებს გთხოვთ, გადმოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eto@midea.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |