www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი-ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Jaguar Land Rover
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

საავტომობილო ბრენდის - "Jaguar Land Rover"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში კომპანია "ჯი თი მოტორსი" - "GT Motors" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი-ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევა, მათი ჩივილების მოსმენა-აღწერა და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
** ელექტრონულ ბაზაში სერვისის მიმღების დატვირთულობის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მომსახურებაზე მომხმარებლის ჩაწერა-რეგისტრაცია;
** შემოსული სტუმრის მიცილება შესაბამის პერსონალამდე და მათი მოთხოვნების/საჭიროების სრულყოფილად წარდგენა;
** კომპანიის მიმღები სივრცის უზრუნველყოფა სტანდარტის შესაბამისად;
** კლიენტის კეთილგანწყობის მოპოვება, ცხელი-ცივი სასმელების შეთავაზება და მათი გადამისამართება მოსაცდელ სივრცეში;
** მომხმარებლის კონსულტირება ბრენდირებული პროდუქციისა და ავტომობილის აქსესუარების შეძენა-შერჩევაში;
** მომხმარებლებთან კომუნიკაციის შედეგად, მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ყველა საჭირო მონაცემის შესაბამის ბაზაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების ან/და გაყიდვების სფეროში;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 (საშუალო) დონეზე;
** რუსულის ენის საშუალო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** საერთო მიზნების მისაღწევად გუნდური მუშაობის უნარი;
** აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე მუშაობის უნარი;
** კონფლიქტის მართვის უნარი;
** მომხმარებელთან ხანგრძლივი, შედეგიანი და პოზიტიური ურთიერთობის დამყარების და შენარჩუნების უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** თვითგანვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი-ადმინისტრატორი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |