www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი "Gastronome • გასტრონომი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

https://www.facebook.com/GastronomeGeorgia/

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის, ასორტიმენტის, ხარისხის, ვადების, ფასების, განლაგების კონტროლი;
** პროდუქციის შენახვის პირობების კონტროლი;
** დისტანციური შეკვეთების (ვოლტი, საიტის შეკვეთა) მართვა;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის შევსების მონიტორინგი;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში სერვისში არსებული ხარვეზების და ინციდენტების გამოვლენა და მოგვარება;
** მოწესრიგებული სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა და სისუფთავის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, კონტროლი, მიმართულების მიცემა;
** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა და ასევე დაქვემდებარებულ თანამშრომლებში ასორტიმენტის ცოდნის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** ახალი თანამშრომლებისათვის პროდუქციის და სერვისის ტრენინგი/კომპანიის სტანდარტების გაცნობა;
** სერვისის სტანდარტების ცოდნა;
** ტრენინგებში და სწავლებებში თანამშრომელთა ჩართვა;
** მომხმარებლის ლოიალურობაზე და კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრული ნორმების დაცვა და კონტროლი.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საცალო ვაჭრობის სფეროში
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია რუსულის ცოდნა
** სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე

უნარები:

** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე) + ბონუსი გამომუშავებით;
სამუშაო გრაფიკი: სრული
ლოკაცია: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |