www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი/ოპერატორი
მომწოდებელი: ოლდ ლამი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

საცალო-საბითუმო ქსელი შპს "ოლდ ლამი" რომელიც წარმოდგენილია 4 ფილიალით, (მისამართი: ქ. თბილისი, თორნიკე ერისთავის #1) აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტი/ოპერატორის თანამდებობაზე.

განაკვეთი: სრული, 09:30-18:30, ყოველდღე, კვირის გარდა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ კონსულტაციის გაწევა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ფიქსირებული ხელფასი: 600 + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infooldlami@gmail.com. თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |