www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Wyndham Grand Tbilisi Hotel
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

სასტუმრო "Wyndham Grand Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების განყოფილების თანამშრომლის, ბუღალტრის, დამლაგებლის, ჭურჭლის მრეცხავის, მიმტანისა და დაცვის ოფიცრის თანამდებობებზე.

1. მიღება-განთავსების განყოფილების თანამშრომელი

ძირითადი მოთხოვნები:

** სტუმრების მიმართ თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა.
** სწრაფად, ეფექტურად და შედეგიანად პრობლემების მოგვარება.
** სასტუმროს ოთახების გაყიდვასა და შემოსავლების ზრდაზე ზრუნვა.
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** ოთახების სტატუსების სისწორის გადამოწმება შესაბამისი კომუნიკაციით.
** სასტუმროს შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა.
** სპეციალური შემოთავაზებებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის ფლობა.
** ტელეფონის პასუხი და ჯავშნებთან, სასტუმრო მომსახურებებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხი.
** სასტუმროს სტანდარტების დაცვა.
** სტუმრის მოთხოვნებისა თუ ჩივილების გადაჭრა სწრაფად და ეფექტურად.
** ჩამომსვლელ სტუმართა სიის შემოწმება ყოველდღიურად და მათთვის ოთახების მოსამზადებლად კომუნიკაციის წარმოება.

2. ბუღალტერი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ​საბუღალტრო ნაშთების კონტროლი;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საწარმოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/მონიტორინგი და შედეგების შესახებ მენეჯმენტის ინფორმირება;
** სხვადასხვა ყოველდღიური ოპერაციების შესრულება
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** სასურველია SAP/Opera/Micros სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS. Office)
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი,
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

3. დამლაგებელი

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსასვლელის, ვესტიბულის, გასახდელების, საზოგადოებრივი და სამუშაო არეალის, ოფისების, დერეფნების, საზოგადოებრივი ტუალეტების, ლიფტების, კიბის უჯრედების დასუფთავება;
** ფანჯრების და შუშის ზედაპირების, ვენტილაციის, ჭერის, განათებების, აბაჟურების, ბრების სათანადო დასუფთავება;
** რბილი და ტყავის ზედაპირების სათანადო მოვლა და გაწმენდა;
** იატაკის მოვლა და გაწმენდა;
** ლაქების ამოყვანის მეთოდების ცოდნა;
** სველი წერტილის სათანადო დასუფთავება;
** დარბაზის ატრიბუტების წესრიგში მოყვანა, გამოცვლა, შევსება ან განახლება;
** მომხმარებლის მიერ დაკარგული ნივთების შენახვა და გაცემა;
** საკეტების, ვენტილაციის სისტემის მოხმარება;
** საწმენდი მოწყობილობა-დანადგარებისა და ხელსაწყო-იარაღების ძირითადი სახეობები, მათი სათანადო მოხმარებისა და მოვლის წესების (მტვერსასრუტი, იატაკის საპრიალებელი, მარმარილოს და ქვის იატაკის საწმენდი, ფარდების და რბილი იატაკის საწმენდი, მშრალი წმენდის მანქანები და მოწყობილობები); ცოდნა და მოხმარება;
** ნაგვის გატანა, ნაგვის დახარისხება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ფიზიკური ჯანმრთელობა, აქტივობა, მოქნილობა და გამძლეობა.
** ცვლებში, ღამის საათებში და დასვენების დღეებში მუშაობა.
** მოწესრიგებული გარეგნული იერსახე.
** კომუნიკაბელურობა და მეგობრული დამოკიდებულება სტუმრებისა და თანამშრომლების მიმართ.
** მისთვის გადაცემული გასაღებისა თუ კომპანიის კუთვნილი სხვა ინვენტარის გაფრთხილება.

4. ჭურჭლის მრეცხავი

ძირითადი მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
** ფიზიკური ჯანმრთელობა და აქტივობა.
** ცვლებში და დასვენების დღეებში მუშაობის შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ჭურჭლის რეცხვა, დასუფთავება და სანიტარიზაცია.
** სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა.
** სამზარეულოსა და ჭურჭლის სარეცხი ოთახის დასუფთავება.
** ჭურჭლისა და ხელსაწყოების ორგანიზება.
** გაზქურებისა და სხვა დანადგარების სისუფთავეზე ზრუნვა.

5. მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების შეგებება და მისალმება სასტუმროს სტანდარტების გათვალისწინებით.
** სტუმრის შეკვეთის მიღება და სათანადო მომსახურეობის უზრუნველყოფა.
** რესტორნის სტანდარტების დაცვა.
** პრინციპის "დაასუფთავე შემჩნევისთანავე" დაცვა.
** სამუშაო განრიგის გათვალისწინებით მუშაობა.

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა
** ფიზიკური ჯანმრთელობა
** აქტივობა, მოქნილობა და გამძლეობა
** ცვლებში და დასვენების დღეებში მუშაობა.
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

6. დაცვის ოფიცერი

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა სტუმრების მიმართ.
** ფიზიკური ჯანმრთელობა, აქტივობა, მოქნილობა და გამძლეობა.
** ცვლებში, ღამის საათებსა და დასვენების დღეებში მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** დაცვის განყოფილების სტანდარტების დაცვა.
** დაცვის ყოველდღიური რეგისტრაციის წიგნის შევსება:
** თანამშრომელთა შემოსვლისა და გასვლის რეგისტრაცია
** გასაღებების რეგისტრაცია
** ვიზიტორების რეგისტრაცია
** მანქანების რეგისტრაცია
** უსაფრთხოების წესების დარღვევის აღნიშვნა.
** ყოველი არასასურველი პირის დროული გასტუმრება სასტუმროს ნორმალური ფუნქციონირების ჩაშლის გარეშე.
** სასტუმროს ქონების დაცვა და ნებისმიერი საეჭვო ან უცნაური ქმედების უშუალო ზედამხედველისთვის მოხსენება.
** მოხსენება ქურდობის, ინციდენტის, უბედური შემთხვევის, ხანძრის შესახებ.
** სტუმრებისთვის საგანგაშო ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში, სასტუმროს საგანგაშო ორგანიზაციული გეგმის მიხედვით დახმარების გაწევა
** საჭიროების შემთხვევაში მოლარისთვის თანხის გადატანის დროს ესკორტის გაწევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@wyndhamgrandtbilisi.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება. შეგახსენებთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |