www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს კატეგორიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობებია:

** მომწოდებლებთან მოლაპარაკება;
** მომწოდებლებთან კომერციული პირობების შეთანხმება;
** ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** მომხმარებლის შესწავლა;
** ასორტიმენტის განსაზღვრა სავაჭრო ობიექტების კატეგორიების მიხედვით;
** კატეგორიისა და პოზიციების მომგებიანობის ანალიზი;
** გასაყიდი ფასისა და მარჟის კონტროლი;
** პლანოგრამების დაგეგმვა;
** მატრიცის/რეგისტრაციების კონტროლი;

წარმატებულ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება)
** კომერციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პროგრამების ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook)
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "კატეგორიის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |