www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების მიღება და საჭიროებისამებრ, გამავალი ზარების განხორციელება;
** შემომავალი ზარების გადამისამართება შესაბამის სამსახურთან;
** ელ. ფოსტისა და "chat"- ის საშუალებით მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** სტანდარტებისა და გაიდლაინების შესაბამისი, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლების რეგისტრაცია და ბაზების სრულყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გამოკითხვა კვლევის კითხვარის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** სრულყოფილი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |