www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიები
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

შპს "თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიები" წარმოადგენს კომპანიას, სამედიცინო დიაგნოსტირების სისტემაში, რომელიც ახორციელებს სადიაგნოსტიკო სისტემების, პრეანალიტიკური საშუალებების, საკონტროლო მასალების დისტრიბუციას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ასვე სერვისულ მომსახურებას სამედიცინო ლაბორატორიებში, საავადმყოფოებსა და კვლევით ინსტიტუტებში. ის წარმოადგენს მსოფლიოს ლიდერ კომპანიებს სამედიცინო დიაგნოსტირებაში და გთავაზობთ ხარისხიან და საიმედო პროდუქტს. ასევე უზრუნველყოფს აპარატურის მონტაჟს, სწავლებას და მომსახურებას.

შპს "თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიები" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: დისტანციური
გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად - ფიქსირებული + ბონუსები

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის მოკვლევა და ანალიზი;
** პოტენციური მომხმარებლებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქტის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულების/ების გაფორმების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებისათვის პროდუქციის შესახებ სიახლეების მიწოდების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მუშაობის გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (სასურველია სამედიცინო/ლაბორატორიული მიმართულებით);
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლიანი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@mlt.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

"თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიები" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |