www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ინჟინერი გათბობა გაგრილების მიმართულებით
მომწოდებელი: ციტადელი
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ინჟინრის პოზიციაზე გათბობა გაგრილების მიმართულებით.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.citadeli.com

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** გათბობა-გაგრილების სისტემების პროექტების გაყიდვის პროცესებში მონაწილეობა;
** საინჟინრო პროექტის დამუშავება, სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** დაინტერესებული პირებისთვის, პოტენციური მყიდველებისთვის სამშენებლო მასალების და ტექნიკის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მათივე პროექტის დამუშავება და სხვადასხვა ალტერნატივების შეთავაზებაში მონაწილეობა;
** შესაბამისი ნახაზების მომზადება პროექტისთვის;
** მომზადებული ნახაზების მიხედვით გათბობა-გაგრილების სისტემების მონტაჟისა და სწორი ექსპლუატაციის მონიტორინგი;
** გაყიდვების თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერა, მათი მოზიდული პროექტებისთვის ფინანსური გაანგარიშება, სხვადასხვა ალტერნატიული წინადადებების მომზადება და გაცნობა;
** დავალებების მაღალხარისხიანი და დაგეგმილ ვადებში შესრულება, საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების უზრუნველყოფით და მის შესაბამისად;
** ყოველდღიური ანგარიშის/რეპორტინგის მომზადება მიმდინარე პროექტების მოზიდვის, მიმდინარე სამუშაო პროცესისა და ფინანსური საკითხების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი საინჟინრო მიმართულებით;
** სასურველია ინჟინრად მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2022 წლის 28 იანვრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |