www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორ-რეგისტრატორი
მომწოდებელი: Medical World
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" გერმანული ხარისხის სერტიფიცირებული ლაბორატორიაა, რომელიც, საქართველოს 9 ქალაქში წარმოდგენილი 14 ფილიალით, პაციენტებს 200-ზე მეტი სახეობის გამოკვლევას სთავაზობს. ლაბორატორია სისტემატურად იღებს მონაწილეობას როგორც გარე, ასევე შიდა ხარისხის კონტროლის პროგრამაში. ანალიზების სიზუსტის უზრუნველყოფაში ლაბორატორიას ეხმარება RfB (Referenzinstitut fьr Bioanalytik)- გერმანიაში მოქმედი ბიოანალიზის რეფერალური ინსტიტუტი. მაღალი ხარისხის აღჭურვილობა და მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული რეაგენტები "მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკის" ზუსტი შედეგების გარანტია.

ლაბორატორიის პროფესიონალთა გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ოპერატორ-რეგისტრატორის ვაკანსიას:

მდებარეობა: ქ.თბილისი. ლუბლიანას N 56;
სამუშაო განაკვეთი: სრული ან მორიგეობა;
ანაზღაურება: სამუშაო განაკვეთის მიხედვით.

სამუშაოს აღწერა:

** შემოსული პაციენტის მიღება, რეგისტრაცია და სალარო ოპერაციების შესრულება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი რეაგირება;
** სოციალურ გვერდებზე და ელ.ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებაზე სწრაფი რეაგირება;
** შემოსული მიმართვების საფუძველზე ანალიზების რეგისტრაცია და შემდგომში პასუხების გადაგზავნა პაციენტებთან/კლინიკებთან;
** სამუშაო დღის ბოლოს მიმდინარე პროცესების გადაბარება, მორიგე რეგისტრატორისთვის.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** NCDC- ის პორტალზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ოპერატიულობა და პუნქტუალობა.

ბენეფიტები: -50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიაში არსებულ ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც)

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე: https://mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |