www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ვოთერლენდი
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

"ვოთერლენდი" - სასმელი წყლისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანიაა რომელიც წარმოდგენილია" წყალი გუდაურის" ბრენდით. "ვოთერლენდი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას, რომელიც ოპერირებს 2014 წლიდან .კომპანია არის ექსპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი საქართველოს ბაზარზე.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ვოთერლენდი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში.

"ვოთერლენდი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების წყლის ჩამომსხმელი დანადგარის ოპერატორის თანამდებობაზე

ადგილმდებარეობა: ნატახტარი
განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** საწარმოო დანადგარებთან მუშაობა.
** ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება საწარმოო დანადგარებთან მუშაობის, გამოცდილებას;

სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: 700-დან 800 ლარამდე (გადასახადების გარეშე) კვალიფიკაციის შესაბამისად. კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას თბილისიდან,

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@gudauri.world

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ვოთერლენდი" გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |