www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: GoandGrow
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

სტარტაპი "GoandGrow" (http://www.goandgrow.ge) ეძებს ფსიქოლოგს, რომელიც დაინტერესებულია კოგნიტიური ფსიქოლოგიით და პიროვნული უნარების (Soft Skills) შეფასების მექანიზმებზე მუშაობით.

თუ გაინტერესებთ იმუშაოთ მექანიზმებზე, რომელიც მიმართულია ადამიანების უნარების (Soft Skills) განვითარებისკენ, გაინტერესებთ კვლევები და აღმოჩენები ამ მიმართულებით, მაშინ აღნიშნული ვაკანსია თქვენთვის არის.

დატვირთვა სრული!

კანდიდატი განახორციელებს:

** პიროვნული უნარების შეფასების მექანიზმებზე მუშაობას
** პიროვნული უნარების შეფასების მექანიზმების კვლევა და განვითარება
** პიროვნული უნარების (Soft Skills) განვითარების მექანიზმებზე მუშაობა
** ტრენინგების მოდულებზე და სასწავლო კურიკულუმების შედგენაზე მუშაობას
** SPSS-ში და სხვა პროგრამებში მუშაობას
** სტარტაპის განვითარებაზე მუშაობას

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** პუნქტუალურობა და დასახული ამოცანების ბოლომდე მიყვანის უნარი!
** მკვლევართა მცირე ჯგუფის კონტროლი და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი/გადამოწმება
** მაღალი ანალიტიკური უნარები!
** განათლება ფსიქოლოგიის, ალტერნატივის სახით კანდიდატს შესაძლებელია პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდეს ტესტების შედგენის მიმართულებით ან დამოუკიდებლად მიღებული აქვს განათლება კოგნიტიური ფსიქოლოგიის მიმართულებით!
** განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება და მრავალფუნქციურობა!
** კრეატიულობა
** ცვლილებების მიმართ მდგრადობა
** განათლების მიმართულების ძირითადი ტენდენციების ცოდნა
** ქართულის და ინგლისურის მაღალ გამართულად ფლობა!

ანაზღაურება - 1600 ლარი (დამატებითი პერსპექტივები მზარდ სტარტაპში მუშაობის!)

კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი, რატომ სურს სტარტაპ GoandGrow-ში მუშაობა და CV მისამართზე: ikashibadze@futurelab.ge.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |