www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" გერმანული ხარისხის სერტიფიცირებული ლაბორატორიაა, რომელიც, საქართველოს 9 ქალაქში წარმოდგენილი 14 ფილიალით, პაციენტებს 200-ზე მეტი სახეობის გამოკვლევას სთავაზობს. ლაბორატორია სისტემატურად იღებს მონაწილეობას როგორც გარე, ასევე შიდა ხარისხის კონტროლის პროგრამაში. ანალიზების სიზუსტის უზრუნველყოფაში ლაბორატორიას ეხმარება RfB (Referenzinstitut fьr Bioanalytik)- გერმანიაში მოქმედი ბიოანალიზის რეფერალური ინსტიტუტი. მაღალი ხარისხის აღჭურვილობა და მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული რეაგენტები "მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკის" ზუსტი შედეგების გარანტია.

ლაბორატორიის პროფესიონალთა გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს კურიერის ვაკანსიას.

მდებარეობა: ქ.თბილისი. ლუბლიანას N 56
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში ხუთი სამუშაო დღე (09:00-18:00) და ერთი მორიგეობა)
ანაზღაურება: ჩვენი ავტომობილით სარგებლობის შემთხვევაში - ფიქსირებული 700 ლარი, თითო მორიგეობა - 30 ლარი;

სამუშაოს აღწერა:

** პარტნიორი კლინიკებიდან ნიმუშების ტრანსპორტირება;
** კლინიკებისთვის სამუშაო მასალის დროული მიწოდება ;
** ფილიალებიდან გამოგზავნილი გზავნილების აღება და მასალის დაუყოვნებლივ მოტანა ლაბორატორიაში;
** საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომელ კლინიკებში, საკვლევი მასალის ტრანსპორტირება;
** მოთხოვნის საფუძველზე, დღის განმავლობაში, ექთნის ტრანსპორტირება, ჩანიშნული გამოძახებების თანმიმდევრობის გათვალისწინებით ;
** სამუშაო დღის ბოლოს, სახარჯი მასალების შევსება, ავტომობილში (სინჯარები, მიმართვები...)
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში)

ძირითადი მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** GPS-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობა;
** თავაზიანობა;
** დროის მართვის უნარი;
** ოპერატიულობა და პუნქტუალობა;
** მოწესრიგებულობა და თანმიმდევრულობა;

ჩვენ უზრუნველყოფთ:

** სამუშაო პროცესში, კომფორტული ავტომობილით გადაადგილების საშუალებას;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივ კონტროლსა და ავტოსამრეცხაოს ბარათს;
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო საწვავით უზრუნველყოფას;

ბენეფიტები: -50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიაში არსებულ ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც)

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: https://mlab.ge/

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |