www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უნივერსალური მოლარე
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას - უნივერსალური მოლარე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათი, ცვლა ყოველი მესამე დღე-ღამე.
ანაზღაურება (ხელზე ასაღები) ექვსთვიან საგამოცდო პერიოდში 65 ლარი 24 საათში, საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ - 70 ლარი.
ღამის საათებში გათვალისწინებულია დასვენების დრო.
მოქმედებს ბონუსური სისტემა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძვირფასი ლითონების შეფასება და სალომბარდე სესხის გაცემა;
** არსებულ სესხებზე მომსახურება;
** კონვერტაციების განხორციელება;
** მომხმარებელთან ეფექტური და სწრაფი მომსახურება;
** დღიური დოკუმენტაციის მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ამ სფეროში 1-2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უნივერსალური მოლარე".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |