www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები-რეგისტრატორი/დამლაგებელი
მომწოდებელი: Boutique Hotel
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

თბილისში მდებარე სასტუმრო "Address Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მიმღები-რეგისტრატორის

ფუნქცია-მოვალეობები:

** თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება);
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (აუცილებელია);
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** პრეზენტაბელური გარეგნობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

2. დამლაგებელი

მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ყველა ნომრის დღიურად დასუფთავება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** პასუხისმგებლობა კორიდორის მონაკვეთის სისუფთავეზე;
** ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნებისა ხშირი წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა;
** შესაბამისი ფორმის შევსება ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შეტყობინება სტანდარტების შესაბამისად;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და მოვალეობის ამ პროცედურების შესაბამისად შესრულება;
** აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის პირებისთვის შეტყობინება;
** წუნდებული თეთრეულის სწორად აღმოჩენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში აუცილებელია;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** კარგი ორგანიზაციული უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: gm@address.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

სასტუმრო "Address Boutique Hotel" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |