www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირების პროგრამა საკრედიტო მიმართულებით
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!

თუ გსურს კარიერის საბანკო მიმართულებით განავითარო და მზად ხარ საჭირო ცოდნა და უნარები გამოიმუშაო - ლიბერთი განსაკუთრებულ შანსს გაძლევს!

ჩაერთე საკრედიტო მიმართულების სტაჟირების პროგრამაში და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, გახდი ჩვენი დიდი ოჯახის წევრი.

ვის ვეძებთ:

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სფეროთი დაინტერესებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, თბილისისა და საქართველოს ყველა რეგიონიდან - როგორც სტუდენტებს, ასევე უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულებს.

** მთავარია შეგეძლოს კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** იყო ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** საბაზისო დონეზე ფლობდე MS Office-ს;
** გქონდეს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ისწავლი და პრაქტიკაში გამოიყენებ:

** მომხმარებლებისათვის ბანკის საკრედიტო და სხვა საბანკო პროდუქტების პრეზენტაციას;
** მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლას/ანალიზს;
** საკრედიტო განაცხადის მომზადებასა და კომიტეტზე წარდგენას;
** სესხის დოკუმენტირებას და გაცემას;
** საკრედიტო პორტფელის მართვას და რეპორტინგს.

როგორ მოგვმართოთ:

თუ თვლით, რომ ვაკანსიის მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, 2022 წლის 3 თებერვლის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge. "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და ქალაქის/რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე https://www.libertybank.ge/ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |