www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის უფროსი სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსი სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის მიღების და დასაწყობების კოორდინირება;
** საწყობში შემოსული საქონლის მიღების, შემოწმების, აღრიცხვისა და დასაწყობების უზრუნველყოფა;
** პროცედურის ეფექტიანად შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსის მიზნობრივი გადანაწილება, პრიორიტეტების განსაზღვრა, დავალებების განაწილება და მუშაობის პროცესის კოორდინირება;
** საქონლის დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
** საწყობში მიღებული პროდუქციის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში.
** საქონლის სადისტრიბუციოდ მომზადების კოორდინირება:
** შეკვეთის ფურცლების დახარისხება პროდუქტის ტიპის მიხედვით; დოკუმენტების კონტროლი;
** შეკვეთის შესაბამისად, საწყობში არსებული საქონლის აგროვებისა და სადისტრიბუციოდ მომზადების უზრუნველყოფა;
** სადისტრიბუციოდ გამზადებული საქონლის ჯამური რაოდენობების სიზუსტის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესწორება;
** საწყობში მიმდინარე სხვა პროცესების ზედამხედველობა და სასაქონლო მარაგების კონტროლი;
** სასაწყობე ნაშთის ყოველდღიური ინვენტარიზაციების განხორციელება; გადახრების შემთხვევაში მიზეზის ძიება და ნაშთის გასწორება;
** საწყობის ინფრასტრუქტურის გამართულობის კონტროლი;
** ყოველდღიური სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;
** მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის/ფასეულობის მოვლა/კონტროლი;
** სასაქონლო მარაგების შევსების მიზნით შეკვეთების მომზადება და გაგზავნა შესაბამისი თანამშრომლისთვის;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და ადმინისტრირება:
** დაქვემდებარებული პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მონიტორინგი
** თანამშრომლებისთვის სამუშაო განრიგის შედგენა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების წარმოება;
** ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაოს სპეციფიკის, პროცედურებისა და წესების გაცნობა;
** უშუალო უფროსის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები (MS Office)

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ორგანიზებულობა, დროის მართვის და დაგეგმვის უნარი
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების უნარი;
** აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული

სხვა მითითებები:

** საჭიროებიდან გამომდინარე ცვალებადი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა
** ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 24 იანვარი, 2022 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: HR@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |