www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: OneSoft
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ანაზღაურებადი სტაჟირება

კომპანია "OneSoft" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კომერციულ დეპარტამენტში, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კომპანიის საჭიროების გათვალისწინებით, აპლიკანტი დასაქმდება კომპანიაში.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "OneSoft" წარმოადგენს 1C ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი 1C ERP სისტემების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.1soft.ge

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა
** პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება
** კლიენტებისათვის კორპორატიული შეთავაზების მიწოდება პროდუქტის დამატებითი სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
** კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
** შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა (რუსული ან/და ინგლისური ენების კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, "აქსისის ბიზნეს ცენტრი"
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 3 თვიანი აქტიური სწავლების პერიოდში ფიქსირებული ანაზღაურება - 500 ლარი. სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტაჟიორი დასაქმდება კომპანიაში და ანაზღაურება განესაზღვრება ინდივიდუალურად, შესაძლებლობებიდან და ათვისებული უნარებიდან გამომდინარე, კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ანაზღაურებადი სტაჟირება".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |