www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო გეოგრაფი
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

სასტუმრო "GeoGraphy" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გუდაური.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და ნომრებში განთავსების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** სტუმართა რეგისტრაციისათვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტის მიღება, დამუშავება და პროგრამაში დაფიქსირება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სასტუმროს რეცეფციონისტის პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: info.geographyhotel@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სასტუმროს ადმინისტრატორი".

სასტუმრო "GeoGraphy" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |