www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ცვარა
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

ქართული სამკაულის კომპანია "ცვარა" აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას ქ. თბილისში მდებარე სამკაულის რამდენიმე მაღაზიაში.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: სამი (3)
სამუშაო დღეების რაოდენობა - თვეში თხუთმეტი (15) დღე
ანაზღაურება: 400 ლარი ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი გაყიდული პროდუქციიდან.

მოვალეობები: კონსულტაციის გაწევა, ანგარიშსწორების წარმოება.

მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე კომუნიკაციისა და აზრის დამაჯერებლად გადმოცემის უნარი - აუცილებელია
** ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი - აუცილებელია (*შენიშვნა: უცხო ენის კარგ დონეზე ფლობა გადამწყვეტი არ არის, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად).
** კეთილგანწყობილება, ენერგიულობა და ორგანიზებულობა - აუცილებელია
** პოსტერმინალთან ოპერაციების წარმოების გამოცდილება - სასურველია
** შემოქმედებითი მიდგომები გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის პროცესთან - აუცილებელია
** სახელოვნებო, ან სილამაზის სფეროში გარკვეული გამოცდილების ქონა - სასურველია.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან 1 კვირიან ტრენინგსა და სწავლებას.
სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემდგომ კანდიდატებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ ელ.ფოსტაზე: tsvarasales@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!

"ცვარას" პროდუქციის გასაცნობად ესტუმრეთ ონლაინ მაღაზიას: http://www.tsvara.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |