www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Royal Express
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

ლოგისტიკური კომპანია "Royal Express" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი, როგორც ლოგისტიკური კომპანიის, მთავარი მიზანია შესაბამისი ხარისხისა და რაოდენობის პროდუქციის მიწოდება დათქმულ დროს; ამასთან ერთად, მომარაგება, დასაწყობება, ტრანსპორტირება, ინფორმაციის გადამუშავება და დანახარჯების საგრძნობლად შემცირება.

ძირითადი ფუნქციები:

** ლოჯისტიკა/ იმპორტის და ექსპორტის მენეჯმენტი
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება
** შემოსული შეკითხვების დროული დამუშავება, მიღება/გაფორმება
** შეკვეთების დამუშავება, ტვირთების გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია
** შემსრულებლის მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება
** სატრანსპორტო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება და ლოჯისტიკური პროცესის კონტროლი
** გამართულად მეტყველების უნარი ქართულ ენაზე
** ყოველდღიური ანგარიშის წარმოება ხელმძღვანელობისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა
** ინგლისური და თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი
გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@rexpress.net, გთხოვთ სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |