www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შემომყვანი განყოფილების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Voyager
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 20 იანვარი

ტურისტული კომპანია "Voyager" - ავიაკომპანიების flydubai, Gulf air, Salam air, Jazeera, flynas გენერალური დისტრიბუტორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას შემომყვანი განყოფილების გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

პასუხისმგებელია: შემომყვანი განყოფილების გაყიდვების უფროსთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამავე სფეროში;
** ინგლისურისა და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook, PowerPoint);
** კეთილსინდისიერება, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, გუნდურობა;
** მომხმარებლების მომსახურების უნარ- ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა)
** მომსახურებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** დროის მართვის უნარი;
** შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები და კარგი მეხსიერება.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს საქართველოში ტურ-პაკეტების შედგენა და შესაბამისი ბიუჯეტირება;
** საგზურის შესაბამისი ჯავშნების უზრუნველყოფა;
** ვალდებულია ინდუსტრიის საბაზრო ტენდენციების მუდმივ ცოდნასა და თვალყურის დევნებაზე;
** ვალდებულია მოემსახუროს პარტნიორებს ოპერატიულად და თავაზიანად.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@voyager.ge 2022 წლის 20 იანვრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

ეს სამუშაო აღწერილობა არ არის ამომწურავი სია იმ სამუშაოსი, რომლის შესრულებაც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაევალოთ თანამშრომლებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |