www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Domino`s Pizza
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

"დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს ოთხ ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

ფილიალების ადგილმდებარეობა: გლდანი, კოსტავა, ვაჟა-ფშაველა, ჭავჭავაძე (კურიერი დასაქმდება ერთ კონკრეტულ ფილიალში)
სამუშაო საათები: ექვსი სამუშაო დღე, ცვლიანობის განრიგი
ანაზღაურება: 1220 ლარი (NET) + ბონუსი (ერთი შეკვეთა 1.5 ლარი); ბონუსი (ერთი შეკვეთა 4 ლარი).

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება და მიწოდება;
** მოვალეობების შესრულებისას კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (საკუთარი მოპედი);
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** სასურველია ინგლისურის ცოდნა (დამწყები/საშუალო);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სკუტერის მოვლის ხარჯი;
** კვების ანაზღაურება;
** ბონუსი;
** საწვავი.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: tekla.ratiani@dominospizza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კურიერი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |