www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რუმ სერვისის მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას რუმ სერვისის მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს რესტორნის ტერიტორიას სტუმრების მისაღებად. რწმუნდება, რომ მაგიდები გაწყობილია და მარაგშია დამატებითი ჭურჭელი;
** სტანდარტების მაქსიმალური დაცვით ემსახურება სტუმრებს;
** გაწეული მომსახურების შემდეგ ამოწმებს სტუმრის აზრს და ითვალისწინებს მიღებულ კომენტარებს;
** ზრუნავს მაგიდების დასუფთავებასა და ხელახლა გაწყობაზე; რეგულარულად აგროვებს გამოყენებულ ჭურჭელს;
** სტანდარტების შესაბამისად ასრულებს დასუფთავების ვალდებულებებს;
** მონიტორინგს უწევს ალკოჰოლური სასმელის მარაგისა და რეალიზაციის სისტემას;
** ითვალისწინებს სტუმრების კომენტარებს და აწოდებს ინფორმაციას ცვლაზე პასუხისმგებელ პირს. უარყოფითი კომენტარის მიღების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას;
** იღებს და განათავსებს ჯავშნებს რესტორნის მაგიდებზე;
** ამოწმებს და ავსებს მინი ბარს;
** მოქმედებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმელის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული და ინგლისური ენის გამართულად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@hi-tbilisi.com და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |